26, ნოემბერი 2020 17:05:00
აჭარაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი კიდევ 475 ადამიანს დაუდასტურდა. რეგიონში ამ ეტაპზე, 155 მძიმე პაციენტია, რომელთაგან 139 მართვით სუნთქვაზე იმყოფება. რაც შეეხება გარდაცვლილთა სტატისტიკას, ვირუსს 4 ინფიცირებულის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 384 მოქალაქე.