27, ნოემბერი 2020 16:47:00
მოსალოდნელ პრობლემებზე ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ლაპარაკობენ. მათი პროგნოზით, უმუშევრად ათასობით ადამიანი დარჩება, ხელისუფლებამ კი, შეზღუდვების დაწესებამდე, სექტორს არ მოუსმინა. განმარტავენ, რომ ჯერ კიდევ გაზაფხულში დაწესებული 200 ლარიანი დახმარება ყველას არ მიუღია და გამონაკლისი არც ახლა იქნება. ბიზნესმენთა ვარაუდით, შეღავათებით, მოსახლეობის მხოლოდ 30%-ი ისარგებლებს. მათივე თქმით, ის, რომ პანდემიას ქვეყნის ეკონომიკა ღარიბი შეხვდა, „ქართული ოცნების“ 8 წლიანი მმართველობის არასწორი პოლიტიკის შედეგია.