27, ნოემბერი 2020 17:03:00
ოპოზიციური პარტიები და ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობა პროტესტს არ წყვეტს. აჭარის მთავრობის შენობის წინ, ისევ რჩება გაშილი კარვები. მონაწილეები, ოცდაოთხსაათიან რეჟიმში ითხოვენ, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები და თანამდებობიდან გადადგეს ცესკოს თავმჯდომარე - თამარ ჟვანია. პროტესტი უკვე 22 დღეს ითვლის.