15, დეკემბერი 2020 22:15:00
სისხლიანი გარჩევა ქობულეთში, რომელსაც 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცოტა ხნის წინ რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე 50 წლამდე კაცს სანადირო თოფიდან პირდაპირ ქუჩაში ესროლეს, იგი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე გარდაიცვალა. ამ ეტაპზე უცნობია მომხდარის მოტივი. განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი პოლიციას ჯერ არ დაუკავებია. მუნიციპალიტეტში აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი კონსტანტინე ანანიაშვილი იმყოფება, რომელიც ვითარებას ადგილზე ეცნობა. ადგილზე ექსპრერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, მიმდინარეობს გამოძიება.