18, დეკემბერი 2020 17:36:00
აჭარაში ეპიდვითარება ისევ სტაბილურდება. ბოლო 24 საათის მონაცემებით, რეგიონში 394 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ვირუსი დაუდასტურდა 230 მოქალაქეს. გარდაიცვალა სამი ინფიცირებული. ამ ეტაპზე, კოვიდკლინიკებში 726 პირი მკურნალობს, მათგან 45 მართვით სუნთქვაზე იმყოფება. საკარანტინე სივრცეებშია მოთავსებული ათას 37 ადამიანი, ხოლო ონლაინ კლინიკებში, ექიმების მეთვალყურებობის ქვეშ, 2 ათას 555 მოქალაქე იმყოფება.