22, დეკემბერი 2020 17:01:00
აჭარის მთავრობის სახლის წინ, კარვები ისევ გაშლილი რჩება. რიგგარშე არჩევნების ჩატარების და ცესკო-ს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით, ხელისუფლების ოპონენეტები და ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები ქუჩაში, უკვე 49-ე დღეა დგანან. პროტესტს გაყალბებულ არჩევნებს უცხადებენ და შეწყვეტას იქამდე არ აპირებენ, ვიდრე შედეგს არ მიაღწევენ.