29, დეკემბერი 2020 17:11:00
ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი დაპირება, რომელიც არ შესრულდა. ელექტროენერგიის საფასური მნიშვნელოვნად იზრდება. მარეგულირებელმა კომისიამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ახალი ტარიფები ძალაში პირველი იანვრიდან შედის. იგი ციფრებში ასე გამოიყურება: ოჯახი, რომელიც 100 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარდა და ერთ კილოვატში 12 თეთრს იხდიდა, ამიერიდან 15 თეთრს გადაიხდის. 300 კილოვატამდე მოხმარებისას კი 15. 435-მეასედის ნაცვლად, ღირებულება 18.396მეასედ თეთრამდე გაიზარდა. 300 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის მოხმარების შემთხვევაში კი 19.265-მეასედის ნაცვლად, 22.226მეასედი თეთრით განისაზღვრა. საშუალოდ, 9-დან 13 თეთრამდე გაძვირდა არასაყოფაცხოვრებო ტარიფები. ფასები პირველ ივლისამდე დადგინდა. შემდეგ, ტარიფები ისევ გაიზრდება.