09, იანვარი 2021 12:28:00
ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრი ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს აჩერებს. ამის შესახებ მათ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.
"გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ნინო ანანიაშვილი მიწვეული იყო ბალეტის დასის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. თეატრის ხემძღვანელობა მიიჩნევს, რომ ხელმძღვანელის ვინაობის გასაჯაროება მანამ, სანამ ის ოფიციალურად იქნება წარდგენილი დასის წევრების უკიდურესი უპატივცემულობაა. ჩვენ იძულებული ვართ, შევაჩეროთ კონტრაქტის მიმდინარეობა". - წერია მათ განცხადებაში.
წყარო: ტაბულა