21, იანვარი 2021 21:45:00
აგვისტოს ომს საერთაშორისო სამართლებრივი შეფასება პირველად მიეცა. ადამიანები, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს რუსული აგრესია და საკუთარ ქვეყანაში დევნილებად იქცნენ, სტრასბურგის სასამართლოს ამ გადაწყვეტილების მიღებას 12 წელი ელოდნენ. დარწმუნებულნი იყვნენ, რომ დადგებოდა დღე, როდესაც რუსეთს ყველა უკანონო ქმედებაზე პასუხს მოსთხოვდნენ.