25, იანვარი 2021 16:35:00
მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულში, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ჰორტენზიის ქუჩაზე უკვე დასრულდა ფერდსამაგრი კედლის ჩამოსხმა და სანიაღვრე არხის მოწყობა. ამ ეტაპზე ბეტონის დასხმის სამუშაოები ხორციელდება. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები სულ 14 მისამართზეა დაგეგმილი, რისთვისაც 600 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი. პარალელურად, სარეაბილიტაციო სამუშაოები ბაღის ქუჩის პირველ შესახვევში დაიწო. პროექტის ფარგლებში მოეწყო მამია ვარშანიძის VI ჩიხიც. სამუშაოები კიდევ სამ მისამართზე განხორციელდება. პროექტის ღირებულება 1 მილიონ 700 ათასი ლარია.