28, იანვარი 2021 18:59:00
აჭარის კულტრული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, ძეგლების საბჭოს წევრს, შოთა გუჯაბიძეს უფლებამოსილება შეუწყვიტეს. ფიქრობს, რომ იგი „ამბასადორ ბათუმი“-ს მშენებლობაზე წინააღმდეგობისა და განსხვავებული აზრისთვის დასაჯეს. გეგმავს, სააგენტოს წინააღმდეგ, სამართლებრივი დავა დაიწყოს. სააგენტოში სხვა არგუმენტი აქვთ. ხელმძღვანელი, ზაურ ახვლედიანი აცხადებს, რომ შოთა გუჯაბიძე, თანამშრომლების დისკრედიტაციას ეწევა, რამაც ბოლო პერიოდში სისტემატური ხასიათი მიიღო. ახვლედიანი საბჭოს უკვე ყოფილ წევრს გამოცდილებასაც უწუნებს.