28, იანვარი 2021 18:45:00
„ძეგლთა ნგრევის სააგენტო“, „რიჟვაძის მონები“, „ააშენებთ და ჩაგაშენებთ“ - სამოქალაქო აქტივისტებმა, აჭარის განათლების სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. ამ ფორმით ბათუმის ბულვარში, "ამბასდორი-ბათუმის" 16 სართულიანი სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვის გაცემა გააპროტესტეს. განმარტავენ, რომ მშენებლობა უკანონოა და შეჩერების მოთხოვნით, სამინისტროს წერილობით მიმართეს. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ "ამბასადორს" ოთხ სართულიან შენობაზე, 11 სართულის დამატების მოთხოვა 21 იანვარს დაუკმაყოფილა. შენობას სამი სართული ემატება მიწის ქვეშაც.