29, იანვარი 2021 18:30:00
პირველი თებერვლიდან დაანონსებული შეზღუდვების შემსუბიქებას დაეთმო დღეს სხდომა აჭარის მთავრობაში. თორნიკე რიჟვაძემ მოუწოდა მოქალააქეებს, დაიცვან სოციალური დისტანცია და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული რეკომენდაციები, რადგან ეპიდაფეთქება ისევ არ განმეორდეს. პირველი თებერვლიდან, აჭარაში სასწავლო პროცესები საკლასო ოთახშებში განახლდება, აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა. შემსუბუქება ეხება სავაჭრო დაწესებულებებს და ღია სივრცეში განთავსებულ კვების ობიექტებს.