23, თებერვალი 2021 21:15:00
ხალხი ქუჩაში გავიდა დღეს დედაქალაქშიც. გაბრაზებული ხალხი დღეს რუსთაველის გამზირზე შეიკრიბა. მოქალაქეებმა იქ კარვებიც გაშალეს. ოპოზიცია უწყვეტ აქციებს აანონსებს. მოთხოვნა უცვლელია- პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები. პარალელუდა ისინი 26 თებერვლის მსვლელობისთის ემზარებიან. გომელაურის უწყებამ კი ცენტრალურ ქუჩაზე სამართალდამცველების უპრეცედენტო რაოდენობა გაიყვანა.
ნიკა მელიას დაპატიმრებიდან რამდენიმე საათში, საპროტესტო ტალღამ, საქართველოს პარლამენტთან გადანაცვლა. აქტივისტებმა და ოპოზიციის ლიდერებმა, კარავი გაშალეს და მასშტაბური საპროტესტო აქციები დაანონსეს. ამბობენ, რომ აიძულებენ ხელისუფლებას, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნონ.
მონაწილეები, პარლამენთან მსვლელობით მივიდნენ. უცვლელი მოტხოვნებით, უფრო მასშტაბური მსვლელობა კი 26 თებერვალს ექნებათ.
დღევანდელ აქციაზე, მრავლად იყო მობილიზებული საპოლიციო ძალა. მათ სირცხვლიას ერთი აქტივისტი ნოდარ რუხაძე 2 000 ლარით დააჯარიმეს. ამბობს, რომ დაკავების ოქმში პოიციამ ჩაწერა, რომ იგი პრემიერ ღარიბაშვილს, მონას ეძახდა.