23, თებერვალი 2021 21:20:00
საქართველოს პრეზიდენტი კი ტრადიციულად დუმს. სალომე ზურაბიშვილს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია. ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში კი თითქმის არაფერი წერია, გარდა იმისა, რომ ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა,ელჩებთან ერთად დეტალურად განიხილა შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა და არსებული სიტუაციიდან გამოსვლის გზები.