24, თებერვალი 2021 17:10:00
და როგორია დღეს აჭარაში კორონავირუსთან დაკავშირებული სტატისტიკა. კოვიდ 19 კიდევ 15-მა ადამიანმა დაამარცხა, დაინფიცირდა ამდენივე პირი და სამედიცინო დაწესებულებაც 15-მა გამოჯანმრთელებულმა დატოვა. რეგიონში მოქმედ კოვიდ კლინიკაში, სამკურნალოდ რჩება 120 პაციენტი. კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე 5 კოვიდდადებითი მოქალაქე იმყოფება.