01, მარტი 2021 16:09:00
ქობულეთის N2 საბავშვო ბაღში, დღეს სააღმზრდელო პროცესი ვერ განახლდაქ. აღმზრდელ-პედაგოგს, კოვიდ -19 დაუდგინდა. როგორც ბაღების გაერთიანებაში განმარტავენ, გეგმიური შემოწმების ფარგლებში, PCR ტესტი 596 თანამშრომელს გაუკეთდა, საიდანაც ვირუსი, მხოლოდ ერთს გამოუვლინდა. სააღმზრდელო პროცესის დროებით გადავადების შესახებ, აღსაზრდელთა მშობლებს, წინასწარ ეცნობათ.
რაც შეეხება რეგიონის ზოგად ეპიდემიოლოგიურ მდგმნარეობას, იგი სტატისტიკაში ასე გამოიყურება: დღეისთვის, გამოჯანმრთელდა 14 პაციენტი, ხოლო გამოვლინდა 17 ახალი შემთხვევა. მართვით სუნთქვაზეა ოთხი ინფიცირებული. აწარაში, კოვიდ კლინიკაში, ამ დროისთვის 120 პაციენტი მკურნალობს.