09, მარტი 2021 17:40:00
ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის სკანდალურ სატელეფონო ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ჩანაწერების ავთენტურობის დადგენის მიზნით, შესაბამისი ექსპერტიზა დაინიშნება. ძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, უკანონოდ გამოყენებასა და გავრცელებას გულისხმობს.