18, მარტი 2021 17:37:00
ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და გასაღების ფაქტებზე ორი პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების კუთვნილი ავტომობილების ჩხრეკისას 7 ცალი “გლოკის” მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდები ამოიღეს. საქმეზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.