22, მარტი 2021 17:47:00
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ირანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. თორნიკე რიჟვაძემ მას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა. რეგიონის მთავრობის ინფორმაციით, მხარეებმა სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებზე იმსჯელეს.