23, მარტი 2021 17:15:00
კახაბერ საბანაძემ თანამდებობა დატოვა. შინაგან საქმეთა მინისტრის უკვე ყოფილი მოადგილე „ფეისბუქში“ წერს, რომ თანამდებობას საგამოძიებო პროცესის მიმართ ნდობის უზრუნველყოფის მიზნით ტოვებს. საქმე ეხება „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაც, საკუთარ კაბინეტში, საბანაძის თვალთვალია ასახული. ის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ 2017 წლიდან მუშაობდა.