26, მარტი 2021 17:40:00
აჭარაში, კორონავირუსით ინფიცირების 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 14 პაციენტი. კლინიკა დატოვა -6-ადამიანმა. კრიტიკულად მძიმეა 4 ინფიცირებულის მდგომარეობა. აჭარის ჯანდაცვის სამინიტროს ინფორმაციით, კოვიდ კლინიკაში მკურნალობას 138 პაციენტი გადის. ცნობისთვის, ბათუმსა და ქობულეთში ვაქცინაცია გრძელდება. ამ დროისთვის, რეგიონის მასშტაბით, 420 მდე მედიკოსია აცრილი.