02, აპრილი 2021 11:56:00
ბაზილიკი (ocimumbasilicum), ფართოდ გამოიყენება სალათებში, სოუსებსა და სხვადასხვა კერძებში, ბაზილიკში უამრავი ვიტამინია, მაგ: K-ვიტამინი, რკინა. ეს მცენარე არაჩვეულებრივი საშუალებაა დაავადებებთან საბრძოლველად.მაგალითად მანგანუმი დადებითად მოქმედებს სხვადასხვა ნივთიერებების მეტაბოლიზმზე. მცენარისგან ამზადებენ ჩაის, მალამოსა და სხვადასხვა მედიკამენტებს.
ბაზილიკის დადებითი თვისებები:
- ამცირებს სტრესს
- გააჩნია მაღალი ანტიბაქტერიული მოქმედება
- მდიდარია ანტიოქსიდანტებით
- ამცირებს სიბერესთან დაკავშირებულ ზოგიერთ დისკომფორტს
- ამცირებს შეშუპებასა და ანთებას
- აძლიერებს ძვლებსა და ღვიძლს
- ამაღლებს იმუნიტეტს
- აუმჯობესებს საჭმლის მონელებას
კატაბალახა
ატაბალახა(nepeta cataria) გასართობი მცენარეა კატებისთვის. მისი არომატი სტიმულატორად მოქმედებს კატებზე და იზიდავს მათ, და ასევე დამამშვიდებლად მოქმედებს მათზე.ასევე ადამიანებიც იყენებენ მასს სტრესის საწინააღმდეგოდ, და საძილე საშუალებად. მისი სასარგებლო თვისებების მიზეზია მასში ნეპეტალაქტონის, თიმოლისა და სხვა აქტიური ნივთიერებების არსებობა.
კატაბალახას დადებითი თვისებები:
- კარგი საშუალებაა მწერების მოსაგერიებლად და ამცირებს ნაკბენის გაღიზიანებას.
- ამცირებს: შფოთვას სტრესსა და მოუსვენრობას
- აყუჩებს კუჭის ტკივილს
- აჩქარებს გამოჯანმრთელებას სიცხისა და გაცივების დროს
ზაფრანა
ზაფრანა (tagetes) არაჩვეული საშუალებაა კანის გასაუმჯობესებლად, შეცავს უამრავ სასარგებლო ნივთიერებას რომელიც ადამიანის ორგანიზმისთვსაა სასარგებლო და ასევე კარგი არჩევანია მწერების მოსაგერიებლად. გამხმარი ყვავილისგან ამზადებენ ჩაის
ზაფრანას დადებითი თვისებები:
- აჯანმრთელებს კანს და კურნავს კანის ინფექციებს
- ამცრებს ანთებას
- გააჩნია ანტიბაქტერიული და ანტისეპტიკური მოქმედება
- კუნავს ყურის ტკივილსა და ინფექციას
როზმარინი
როზმარინი (rosmarinus officinalis) სავსეა ვიტამინებითა და მინერალებით. იგი აუმჯობესებს მეხსიერებას და ეხმარება თმას ზრდაში. როზმარინის ჩაი კარგი არჩევანია ღამით სწავლის დროს და თმის ცვენისას.
როზმარინის დადებითი თვისებები:
- ამცრებს ანთებას
- აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას
- აუმჯობესებს მეხსიერებას
- კარგია ქოშინის დროს
- ეხმარება ღვიძლს ფუნქციონირებაში
- ეხმარება თმას ზრდაში