07, აპრილი 2021 16:40:00
ერთი წლიანი პაუზის შემდეგ, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრი, მუშაობის ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება. მაყურებელს განახლებულ პროგრამას, მსახიობები, 10 აპრილს წარუდგენენ. გაიმართება სპექტაკლის „ყველა თაგუნას უყვარს ყველი“ პრემიერა. იმავე დღეს,17 საათსა და 30 წუთზე შეგიძლიათ დაესწროთ წარმოდგენას „გერდას“ - თოვლის დედოფლის მიხედვით. დაწესებულოებაში სამუშაო პროცესი, პანდემიის შესაბამისი რეგულაციების დაცვით განახლდება. შეგახსენებთ, თეატრი, კონონა ვირუსის გამო, მთელი წლის განმავლობაში, დაკეტილი იყო.