10, აპრილი 2021 21:10:00
ბათუმის მეორე საჯარო სკოლის 9 მოსწავლე კოვიდ ინფიცირებულია, რის გამოც საგანმანათლებლო დაწესებულება ორი კვირით დაიხურა.
დაწესებულებაში სასწავლო პროცესი ორი კვირით დისტანციურად წარიმართება.
ცნობისთვის, ამ ეტაპზე აჭარაში დისტანციური სწავლების მეთოდზე სულ 5 სკოლაა გადასული.