13, აპრილი 2021 17:52:00
დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ბრალდებულმა, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, 2013-2017 წლებში, ცრუ მოწმეების გამოყენებით, უკანონოდ დაირეგისტრირა 6 ერთეული მიწის ნაკვეთი, რომლის ღირებულებაც ექსპერტიზის თანახმად შეადგენს 126 ათას 356 ლარს. მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.