13, აპრილი 2021 21:04:00
ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ქალაქში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით დისკრიმინაციულია. ეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც დაადასტურა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მშენებლობის საქმეზე ძალაში რჩება. ბათუმის მერიაში თავს იმით იმართლებენ, რომ სასამართლომ მათი პოზიცია არ გაითვალისწინა. უწყების გადაწყვეტილება, რომლითაც მუსლიმ თემს ახალი მეჩეთის აშენებაზე უარი ეთქვა, ბათუმის საქალაქო სასამართლომ დისკრიმინაციულად, 2019 წლის 30 სექტემბერს მიიჩნია.