19, აპრილი 2021 17:18:00
ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ხდება. საჯარიმო სანქციების ოდენობა 500-დან 1000 ლარამდე განისაზღვრება. იმ შემთხვევაში კი, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, სისხლის სამართლის საქმე აღიძრება. შეგახსენებთ, ბზა „წითელ წიგნშია“ შეტანილი.