20, აპრილი 2021 16:23:00
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პროჯორჯიას“ აბონენტთა ნაწილს.
ხელვაჩაურში - 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: კაპნისთავს,მირვეთს,კიბეს,შავლიძეებსა და მიმდებარე სოფლებს.ასევე მეჯინისწყლის,მახვილაურის,კახაბრისა და დაბა ხელვაჩაურის დასახლებების ნაწილს.
შუახევში - 09:00-დან 20:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს:მახალაკიძეებს,ოლადაურს,ტბეთს,ჯაბნიძეებს,ოქროპილაურს,მაწყვალთას,ნენიას, ფურტიოსა და მიმდებარე სოფლებს.
ხულოში - 10:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ქედლებს,საციხურს,ჩაოს,უჩხოსა და მიმდებარე სოფლებს.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.
R