22, აპრილი 2021 17:44:00
გამწვანების აქცია ბათუმში. ინასარიძის ქუჩაზე არსებულ სკვერში, მოზარდებმა, ხე-მცენარეები დარგეს. აქცია დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკაშირებით დაიგეგმა. 22 აპრილი, მსოფლიოში, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა. მასში ყოველწლიურად, მსოფლიოს 200-მდე ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. საქართველო, თარიღს 1990 წლიდან აღნიშნავს.