28, აპრილი 2021 18:16:00
ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის ნინი ცეცხლაძის საქმის მასალებს ადვოკატები ვეღარ გაეცნობიან. გადაწყვეტილება სექსუალური ძალადობის მსხვერპლის დამ მიიღო, რომელიც პროკურატურამ, მოზარდის უფლებამონაცვლედ მიიჩნია. იურისტების ვარაუდით, არასრულწლოვანის დაზე ზეწოლა სამართალდამცველებმა მოახდინეს. უფლებადამცველებს, 14 წლის გოგოს უფლებამონაცვლედ, გარდაცვლილის დედის, მერი რომანაძის ცნობა სურთ. ამ მოთხოვნით, მთავარ საგამოძიებო უწყებას უკვე მიმართეს. შეგახსენებთ, მოზარდი, რამდენიმე თვის წინ, საკუთარი სახლის ეზოში, გარდაცვლილი იპოვეს. გახმაურებელ საქმეზე ორი პირია დაკავებული.