29, აპრილი 2021 17:03:00
ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებული სამივე პირი პატიმრობაში რჩება. მოსამართლემ გადაწყვეტილების მიზეზად, დანაშაულის განმეორებით ჩადენის მაღალი რისკის არსებობა დაასახელა. დაკავებულებს გია გაჩეჩილაძე, იგივე "უცნობი", ვატო შაქარიშვილი და დავით ხურცილავა თავდებში უდგებოდნენ. მოსამართლის განცხადებით, მათ ვერ დაასაბუთეს, როგორ გააკონტროლებდნენ ბრალდებულების ქცევას. შაქარიშვილმა დაკავებულებს "პოლიტმედია ბულნიგის მსხვერპლები" უწოდა. შეგახსენებთ, ვახო სანაიასა და მის ოჯახს თავს 25 თებერვალს, გამთენიისას დაესხნენ. ჟურნალისტის თქმით, თავდასხმა მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქმეზე, ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავა.