30, აპრილი 2021 10:17:00
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადადგა. ზაურ ახვლედიანმა გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
ყოფილი ხელმძღვანელის განმარტებით, იგი საქმიანობას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ გააგრძელებს.
"ჩემი საქმიანობის მთავარი მიზანი - საქმის პატიოსნად კეთება და ქვეყნისთვის სასიკეთო სამსახური იყო. ბევრი რამ გავაკეთეთ, მრავალი ძეგლის რესტავრაცია განხორციელდა, ახალი სიცოცხლე ვაჩუქეთ პეტრას ციხეს, არცერთი ძეგლი განადგურებულა, გრძელდება სარესტავრაციო სამუშაოები. საქმიანობას ვაგრძელებ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ. მადლობა ნდობის გამოცხადებისთვის ბატონ თორნიკეს და ბატონ ჯაბას"- დაწერა ზაურ ახვლედიანმა.