14, მაისი 2021 17:47:00
ბათუმში, ანგისის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტი ახალი სანიაღვრე ქსელის, ტროტუარებისა და ბორდიურების მოწყობას ითვალისწინებს. დამონტაჟდება განათების სისტემა და დაეგება ასფალტის საფარი. ბათუმის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, წყალარინების სისტემაც წესრიგდება. პროექტის ღირებულება ორ მილიონამდე ლარს შეადგენს. პარალელურად, მდინარე მეჯინისწყალზე ნაპირსამაგრი სამუშაოებიც მიმდინარეობს.