კერძო დავა, რომელშიც „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანი ფიგურირებს. ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მცხოვრები ბიძაშვილები მიწის ფართობზე დაობენ. ინაიშვილებს შორის დაპირსპირება წლებია გრძელდება და საქმე იმ ეტაპზე მივიდა, რომ დავის საგანი სასამართლომ უნდა გაინიხილოს. პირი, რომელსაც ნატა ინაიშვილი ასახელებს ერთ-ერთ მხარეს მფარველობს და იგი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი იოსებ ჟღენტია. რა პოზიცია აქვს ბრალდების ადრესატს? და რას აცხადებენ ქობულეთის მერიასა და საჯარო რეესტრში?
ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩის 434 ა- ში მცხოვრები ნატა ინაიშვილი მეზობელს, საკუთრების უკანონო მითვისების მცდელობაში ადანაშაულებს. ამტკიცებს, რომ მეზობელი, რომელთანაც ნათესაური კავშირი აქვს, დადგენილ საზღვრებს არღვევს და ასამდე კვადრატული მეტრის მითვისებას, უნებართვოდ ცდილობს. მისივე თქმით, საჯარო რეესტრში გატარებული საბუთების ნახაზში, მისი ფართობი შემცირებულია და ახალ ნახაზში არ ჩანს.
ნატას მტკიცებით, ჯუმბერ ინაიშვილი, ასევე, უკანონოდ აშენებს საცხოვრებელ სახლს, რომელიც ძველის დემონტაჟის ხარჯზე დაიწყო. მშენებლობა კი, როგორც ამტკიცებს მეზობლებს შორის არსებულმა დავამ დროებით შეაჩერა. ამბობს, რომ უნებართვო ფართის დაკანონებაში, ჯუმბერ ინაიშვილს, დიშვილი, იოსებ ჟღენტი, ეხმარება, რომელიც „ქართული ოცნების“ გუნდიდან ქობულეთის საკრებულოს წევრია.
ჯუმბერ ინაიშვილის რძალი ბრალდებას უსაფუძლოს უწოდებს და მეზობელს ცილისწამებაში ადანაშაულებს. ნინო ჯაფარიძე ადასტურებს, რომ საკრებულოს დეპუტატი მისი ოჯახის ნათესავია, თუმცა, კითხვაზე ეხმარება თუ არა მაღალჩინოსანი ოჯახს, არ გვპასუხობს. იგი ჩვენი კამერების დანახვამ გააღიზიანა.
რაც შეეხება, თავად დეპუტატს, იოსებ ჟღენტი ადასტურებს, რომ საკითხს იცნობს. მისივე თქმით, ნათესავებს შორის კომფლიქტი სანტიმეტრებზე მიმდინარეობს. „ქართული ოცნების“ წევრი საქმეში ტავის ჩართულობას უარყოფს. თუმცა, ამტკიცებს, რომ ჯუმბერ ინაიშვილი სახლს უნებართვოდ არ აშენებს და გვარწმუნებს, რომ დარღვევის არსებობის შემთხვევაში უწყებები რეაგირებას აუცილებლად მოახდენდნენ.
რატომ არ რეაგირებს ქობულეთის მერია დავასთან დაკავშირებულ მიმართვებზე? ხომ არ აფარებენ ხელს იმის გამო, რომ ოჯახი მაღალჩინოსნის მფარველობაშია? უწყებაში წერილობით გვითხრეს, რომ
რაც შეეხება საჯარო რეესტრს, უწყებაში რამდნეიმე პირთან გადაგვამისმართეს, მთელი დღის ლოდინის შემდეგ კი, ბრალდების ადრესატებმა საკითხზე კომენტარი არ გააკეთეს.