18, მაისი 2021 21:05:00
„კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელი ქუთაისის დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული. მერაბ ღოღობერიძეს, სხეულის 35%-ი აქვს დამწვარი. არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორმა დღეს, ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. ადვოკატის განმარტებით, მიზეზი, მის წინააღმდეგ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიება გახდა. ზაზა პაპიძის თქმით, ღოღობერიძე, პროტესტის უკიდურეს ფორმამდე გამომძიებლების ქმედებებმა მიიყვანა.
მერაბ ღოღობერიძის მიერ თავის დაწვის მცდელობას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური გამოეხმაურა. უწყების თქმით, საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე. დეპარტამენტის ცნობითვე, გამოძიება 2021 წლის 25 თებერვალში დაიწყო. არსებული ინფორმაციის თანახმად, დანაშაულებრივი სქემაში ჩართულია რამდენიმე კომპანია. ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებითა და გამოყენებით, განხორციელებულია უკანონოდ მოპოვებული, მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინერტული მასალის რეალიზაცია. საზოგადოებას ეტაპობრივად მიეწოდება ინფორმაცია მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის მსვლელობასთან დაკავშირებით.