25, მაისი 2021 12:30:00
საქსტატის 2020 წლის მონაცემებით, საშუალო თვიური შემოსავლების მოცულობა ერთ შინამეურნეობაზე 6.4 პროცენტით შემცირდა და 1 100.5 ლარი შეადგინა. ოჯახში საშუალოდ 3.4 კაცი ცხოვრობს, შესაბამისად, ერთ სულზე შემოსავალი 4.4 პროცენტით შემცირდა და 321.4 ლარს გაუტოლდა.
ოჯახის შემოსავლების ძირითად წყაროს ფულადი შემოსავლები და ტრანსფერები წარმოადგენს, რომლის წილიც გასულ წელთან შედარებით 2.3%-ით გაიზარდა და 86.8 პროცენტი შეადგინა.