27, მაისი 2021 17:03:00
ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ორი პირი ამხილეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, კრედიტის უკანონოდ მიღების მიზნით, საბანკო დაწესებულებაში გაყალბებული ცნობა წარადგინეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.