31, მაისი 2021 09:42:00
შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელის დღეს აღნიშნავს. ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება 31 მაისს, 11:00 საათზე დაიწყება. შსს-ს ინფორმაციით, ღონისძიებაზე მოწვეული არიან, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
ღონისძება შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება.