02, ივნისი 2021 10:59:00
ნაციონალური მოძრაობის შვიდ თვიანი პრინციპულობა დასრულებულია. პარტია, რომელიც ამ დროის განმავლობაში კოლეგებს პოლიტიკურად აბულინგებდა საპარლამენტო საქმიანობაში თავადაც ერთვება. გადაწყვეტილებას წინ პარტიის თავმჯდომარის უკრაინაში მესამე პრეზიდენტთან ვიზიტი უძღვოდა. ნიკა მელიამ დირექტივა მიხეილ სააკაშვილგან მიიღო. როგორც აღმოჩნდა გუნდისთვის გადამწყვეტი ლიდერის მითითება იყო, ამ დროს კი ამომრჩეველი არავის გახსენებია. ამომრჩევლები, რომლებიც თვეების განმავლობაში ქარსა თუ წვიმაში ღია ცის ქვეშ იმყოფებოდნენ და ამ ფორმით არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებდნენ. პოლიტიკური კინკლაობისა და მოჩვენებითი პრინციპულობის ფონზე ხალხი, რომ არცერთ პარტიას არ ახსოვდა ეს მედიასაშუალებების მიერ მომზადებული რეპორტაჟებით დასტურდება. უფო მეტად გაღარიბებული საზოგადოება, გაზრდილი უმუშევრობა, ფასების რეკორდული ზრდა, გაუფასურებული ეროვნული ვალუტა და საერთაშორისო დონეზე შერყეული იმიჯი - ასეთ რეალობაში გვიწევს ცხოვრება. იმ ქვეყანაში, სადაც ამომრჩევლისთვის მიცემულ დაპირებას თითქმის არავინ ასრულებს და ეს უკვე ნორმად იქცა. გამარჯობა, მე სულხან მესხიძე ვარ და თქვენ უყურებთ გადაცემა პოზიციას, რომელსაც TV25-ის გუნდთან ერთად წარმოგიდგენთ. რა შეიცვლება საპარლამენტო საქმიანობაში ნაციონალური მოძრაობისა და სხვა ოპოზიციური პარტიების შესვლით? კვირის მთავარ თემაზე სტუდიის სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ. ლევან ანთაძე და დავით ბაციკაძე.