16, ივნისი 2021 11:25:00
საქართველოში კორონავირუსის 811 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.ქვეყანაში ბოლო 24 საათში 672 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 13 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 34 668 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19 809, „პისიარ“ ტესტით – 14 859.ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,34 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,54 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,36 პროცენტი.საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 356 179 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 341 775 გამოჯანმრთელდა, 5 096 კი გარდაიცვალა.