28, ივნისი 2021 17:38:00
ბრიტანეთის ელჩი შუახევის საზოგადოებრივ ცენტრში საგანმანათლებლო ჰაბს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, მარკ კლეიტონი ჰაბის საქმიანობაში ჩართულ პედაგოგებს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, სკოლების დირექტორებს და სხვა საპატიო სტუმრებს შეხვდა. პროგრამის ხელმძღვანელებმა და მონაწილეებმა საპატიო სტუმრებს პროგრამის მეორე წლის მიღწევები და გამოწვევები გააცნეს. ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და პროგრამის მდგრადობაზეც. „საგანმანათლებლო ჰაბები“ 2017-2018 წლებში წარმატებით განხორციელებული ინგლისური ენის კლუბების მოდელზე შექმნილ ახალ ინიციატივას წარმოადგენს. საქართველოში სულ 13 ჰაბი ფუნქციონირებს.