01, ივლისი 2021 17:37:00
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. პირველი სესია ქართულ ენასა და ლიტერატურაში ტარდება. პროცესი ახლაც გრძელდება. საგამოცდო ცენტრებში აბიტურიენტების მეორე ნაწილია. ეროვნულ გამოცდებზე, წელს, 38 ათასზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული, მათ შორის, დაახლოებით, 4 ათას 53 სტუდენტობის მსურველი აჭარიდანაა. გამოცდაზე რეგისტრაცია დილის 8 საათიდან მიმდინარეობს. დედაქალაქსა და რეგიონებში ჯამში 25 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, კორონავირუსი 20-მდე აბიტურიენტს დაუდასტურდა. მათთვის ცალკე საგამოცდო სესია ჩატარდება.