06, ივლისი 2021 17:09:00
„არა ძალადობას, მოგვეცით გაშუქების საშუალება“ - ამ სლოგანით ბათუმში, ჟურნალისტების აქცია გაიმართა. მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა, დედაქალაქში გუშინ განვითარებული მოვლენები დაგმეს. მათ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდეს, შეწყვიტოს კრიმინალების წახალისება და მხარდაჭერა. სოლიდარობის აქციის მონაწილეებმა, მოძალადეების დასჯა მოითხოვეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს, 5 ივლისს მედიაზე თავდასხმის ფაქტების დროული გამოძიებისკენ მოუწოდეს.