07, ივლისი 2021 17:53:00
TV25-ის რეპორტაჟის შემდეგ, მახუნცეთის საჯარო სკოლის პედაგოგი სამსახურიდან გაათავისუფლეს. საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის განმარტებით, დისციპლინარულმა კომიტეტმა, შიდა მოკვლევისას, ფაქტებზე დამყარებით დაადგინა, რომ პედაგოგი მოსწავლეებზე ძალადობდა, რის გამოც მას თანამდებობა დაატოვებინეს. შესაბამისი ბრძანება, ლიანა გორგილაძეს 23 ივნისს ჩაბარდა. შეგახსენებთ, მას ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი, შვილზე, ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებდა. დალი ბარამიძე ამტკიცებდა, რომ მასწავლებელმა, მოზარდს, თავში წიგნი ჩაარტყა.