07, ივლისი 2021 18:14:00
რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია ბსუ-ში. შეხვედრას, საქართველოს 30-ზე მეტი უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე უნივერსიტეტისა და აკადემიური თავისუფლების შესახებ იმსჯელეს. განიხილეს სასწავლო დაწესებულებების სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრისა და უნივერსიტეტთაშორისი კომუნიკაციის უზრუნველყოფის საკითხები. რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია 2019 წლის ივლისში დაფუძნდა. ამ პლატფორმის საშუალებით, რექტორები უმაღლესი განათლების გამოწვევებზე მსჯელობენ.