21, ივლისი 2021 14:07:00
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 6 586-მა ადამიანმა გაიკეთა.
21 ივლისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 374 685 აცრა, სრულად ვაქცინირებულია 133 648 ადამიანი.
აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522