21, ივლისი 2021 18:11:00
ბათუმში, ლორთქიფანიძის ქუჩაზე წყალმომარაგების ახალი ქსელის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში 1200 მეტრი სიგრძის მიწის ქვედა კომუნიკაცია განთავსდება. შპს „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დასახლებაში მცხოვრები 60-მდე ოჯახი 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.