25, ივლისი 2021 14:28:00
დღეს, საქართველოში 2 მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველი ბიძგი 12:14 საათზე, სოფელ სამებასთან დაფიქისირდა. სიმძლავრემ 2.9 მაგნიტუდა შეადგინა.
მეორე კი, თბილისიდან 54 კმ-ს დაშორებით, წალკასთან 13:02 წუთზე დაფიქსირდა - სიმძლავრე 3.7 მაგნიტუდა იყო.