28, ივლისი 2021 20:27:00
დაბა ჩაქვში მომხდარი ავარიის შედეგად ორი ახალგაზრდა დაიღუპა. მსუბუქი ავტომანქანა ბეტონის ჯებირს შეეჯახა. შემთხვევა გუშინ, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სსკ 276 მუხლის II ნაწილით მიმდინარეობს.